მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD მექანიზმის ამოქმედებით ბიუჯეტს მინიმუმ 3 წელი ხარჯი არ ექნება - კაკაურიძე

63723fdf7f669
ვიქტორია მღებრიშვილი
14.11.22 16:56
813
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მთავრობის მიერ ენერგეტიკის სფეროს მხარდაჭერის მიზნით CFD მექანიზმის ამოქმედებით, ბიუჯეტს ხარჯი მინიმუმ 3 წელი არ ექნება. ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ მან საკითხთან დაკავშირებით BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამ მექანიზმის ამოქმედებას ბიუჯეტზე გავლენა მინიმუმ 3 წლის შემდეგ ექნება. CFD მექანიზმი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს შეუწყობს ხელს, საბოლოო ჯამში ამას ბიუჯეტზე გავლენა გრძელვადიან პერიოდში არ უნდა ჰქონდეს, თუმცა შეიძლება გარკვეული რისკების არსებობის შემთხვევაში ბიუჯეტს გარკვეული ხარკების გაწევა მოუწიოს, მაგრამ ეს ხარჯი მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ იქნება. წელს და მომდევნო წელს მოხდება წინადადებების მიღება, მომდევნო წელს თუ მშენებლობები დაიწყო, ჰესების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ რაიმე ხარჯის გაწევაზე, თუმცა ჯერჯერობით ბიუჯეტს ამ მიმართულებით ხარჯი არ ექნება“, - განაცხადა კაკურიძემ.

ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალი მოდელი ოფიციალურად 31 ოქტომბერს წარადგინა. საუბარია ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელზე ე.წ CFD-ზე, რომლითაც ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება. ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.