მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩააბარე მეორადი ავტომობილი და იყიდე ახალი - Jeep Georgia-ს გაყიდვების ინსტრუმენტი

60e0363e5e9c0
თელარა გელანტია
03.07.21 14:09
798
ჩააბარე მეორადი ავტომობილი და იყიდე ახალი - ეს Jeep Georgia-ს გაყიდვების სტრატეგიის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელზეც BMG-ის გადაცემა #BMGDRIVE-ის Jeep Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ასანიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, მეორადი ავტომობილების ყიდვისას კომპანიას კომერციული ინტერესი არ აქვს და ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანი ლოიალური მომხმარებლის შეძენაა.

„ჩვენ ვიბარებთ ნებისმიერი მარკის ნებისმიერი მოდელის მეორად ავტომობილებს, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ ჩვენი მარკის ავტომობილი - არ აქვს მნიშვნელობას ავტომობილის ასაკს, არც - მდგომარეობას. რაც შეეხება ფასს, არის შემთხვევები, როცა მომხმარებლის სურვილს მივყვებით - ის, რა თქმა უნდა, გვეუბნება მაღალ ფასს, თან იმაზე მაღალს, ვიდრე ავტომობილის საბაზრო ღირებულებაა და ძალიან ხშირად ჩვენი კომპანია ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს, რათა კლიენტი ჩვენთან დარჩეს.

მოკლედ, მეორადი ავტომობილის ჩაბარება და შემდეგ გაყიდვა ჩვენი კომპანიის ბიზნესხაზი არაა. ესაა უბრალოდ ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შევიძინოთ მეტი ლოიალური მომხმარებელი“, - ამბობს Jeep Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე.