მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაანაცვლებს თუ არა "კონტი ჯგუფს" "მერიდიანი", მთავრობა 29 ოქტომბრამდე გადაწყვეტს

5da4517acefeb
ელენე გოგბერაშვილი
14.10.19 14:42
2026
როგორც ცნობილია, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ფინანსური დახურვისთვის დრო ხვალ, 15 ოქტომბერს ეწურება. მას შემდეგ, რაც კონსორციუმი ერთ-ერთმა მთავარმა აქციონერმა ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ დატოვა, ინვესტორმა მთავრობას ალტერნატივად ორი კომპანია წარუდგინა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის დავით ჯავახაძის განმარტებით, კონსორციუმმა მათ ორი კომპანიის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია, თუმცა სამთავრობო კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერ კიდევ აქვს.

“კონსორციუმის მხრიდან „კონტის“ შემცვლელად წარმოდგენილია ამ ეტაპზე ორი კომპანია. ერთი არის „მერიდიანი“ (Meridian Capital Limited), რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილია, ასევე ჰოლანდიური კომპანია „ვანორდი“.

ახალი ინვესტორის შეთანხმება, ეს არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურა, რომელსაც სჭირდება სამთავრობო კომისიიის გადაწყვეტილება. შესაბამისად „მერიდიანის“ შემთხვევაში ჩვენ გარკვეული დამატებითი დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ, რაც წარმიდგენილ იქნა ინვესტორის მიერ.

სამთავრობო კომისიას აქვს ვადა 29 ოქტომბრამდე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და შეითანხმოს კომპანია“, - განაცხადა ჯავახაძემ.

რაც შეეხება "ვანორდს", როგორც დავით ჯავახაძემ თქვა, ამ შემთხვევაში, სამთავრობო კომისიას გადაწყვეტილების მიღების ვადა 21 ოქტომბრამდე აქვს.