მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაერთვება თუ არა EBRD ანაკლიის პორტის ტენდერში? - ლევან ახვლედიანი ინფორმაციას უარყოფს

5e32d002b74d6
ინგა მურუსიძე
30.01.20 16:52
1026
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორის ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ტენდერში EBRD-ის ჩართვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩემი ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ალბათ უპრიანი იქნება, დაელაპარაკოთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, მაგრამ მე არ მგონია, რომ ასეთი ინსტიტუტები ასეთ ტენდერებში იღებდნენ მონაწილეობას. ეს მთავრობის პრიორიტეტია, თუმცა მე არ მგონია, რომ ასე იყოს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ EBRD-მა გამოთქვა სურვილი, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, ტენდერში ჩაერთოს.