მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩაფიძის კლინიკაში არითმოლოგიურ პროცედურებს ვერ ვატარებთ" - კახა ეცადაშვილი

5df4ce3d020f1
თელარა გელანტია
14.12.19 17:15
3149
ჩაფიძის გულის ცენტრის არითმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის კახა ეცადაშვილის თქმით, მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ, გეგმიური ოპერაციები საერთოდ არ ჩაუტარებიათ.

“ჩაფიძის კლინიკაში არითმოლოგიურ პროცედურებს ვერ ვატარებთ, რადგან ის ფასები, რაც დადებულია ახალი 520-ე დადგენილებით, უფრო ნაკლებია, ვიდრე აგრეგატების და საჭირო მოწყობილობების თვთღირებულება, შესაბამისად მათი შეძენა ვერ ხერხდება.

მაგალითდ, 5200-5300 დოლარი ჯდება ერთ კამერიანი დეფიბრილატორი, დადგენილებით კი განფასებულია 13 500 ლარად, ესაა მარტო თვითღირებულება. აქ არაა შესული ექიმის ხელფასი, ასევე კლინიკის მოგება არაა გათვალისწინებული. ისედაც თვითღირებულებაში ვერ ჯდება. რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის თვითღირებულება 7000 დოლარია, განფასებულია 17 000 ლარად; ორკამერიანი კარდიო სიმულატორი განფასებულია 3500 ლარად და თვითღირებულება 1100-1050 დოლარია, ანუ თვითღირებულებას ხან ყოფნის, ხან - არა... ამდენად, 520–ე დადგენილების მიღების შემდეგ სულ 2 პროცედურა ჩავატარეთ, როდესაც თვეში 20-ს ვაკეთებდით.. გეგმიური ოპერაცია საერთოდ არ გაგვიკეთებია – ორი, რაც ჩავატარეთ, ისიც იმიტომ, რომ მწვავე პაციენტი იყო”, – განაცხადა bm.ge-სთან კახა ეცადაშვილმა.