მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაის ახალი რიტუალი და 7 სხვადასხვა არომატის კაფსულა მეამასგან

6049ff8c609c3
BM.GE
11.03.21 15:24
1164
“მეამა” მომხმარებელს უნიკალური გემოების სამყაროში ახალ თავგადასავალს სთავაზობს და მათი სურვილის გათვალისწინებით, ჩაის კაფსულებში 7 სხვადახვა სახეობის ნაზავი შექმნა. კომპანია ამ სიახლით ჩაის სმის ახალ რიტუალს ნერგავს. მსოფლიოს მასშტაბით ჩაის კაფსულის ფორმატში მხოლოდ რამდენიმე კომპანია აწარმოებს, შესაბამისად “მეამას” მიერ, საქართველოში მსგავსი სახის ინოვაციური პროდუქტის შექმნა მნიშვნელოვანი სიახლეა მთელს რეგიონში.

ჩაის კაფსულების უნიკალური ნაზავები “მეამას” ტექნოლოგების მიერ შეიქმნა და სხვადასხვა რეცეპტურით დამზადებული ბლენდები ჰერმეტულად დაცულ კაფსულებში მოთავსდა.



თითოეულ სახეობას მაღალი ხარისხის ჩაის შემადგენლობა და შესანიშნავი გემო აერთიანებს. მომხმარებელს კლასიკურ შავ და მწვანე ჩაისთან ერთად, შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს შავი და მწვანე ერლ გრეი და ასევე ჩაი მანგოს, შოკოლადისა და კრემბრულეს არომატებით. თითოეული გემო ჩაის მოყვარულებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

კაფსულაში მოთავსებული ჩაი სიახლეა ქართულ ბაზარზე და ჩაის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ მარტივად, "მეამას" ამერიკული ფორმატის აპარატის დახმარებით ერთ წუთში მიიღონ სპეციალური რეცეპტურით მომზადებული განსაკუთრებული სასმელი.


ჩაის კაფსულით მომხმარებელი მუდმივად განმეორებად, დელიკატურ გემოს იღებს. ჩაის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ "მეამას" ახალი პროდუქცია კომპანიის გაყიდვის ყველა არხში: ბრენდულ სივრცეებში, ონლაინ მაღაზიაში, ქოლ ცენტრით შეკვეთისას, POP-UP სივრცეებში და ასევე მეამა ქოლექთის ობიექტებში შეიძინონ.

ჩაის მიღების ახალი გამოცდილება არის სიახლე, რომელსაც მეამა ამკვიდრებს საქართველოში.