მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაის წარმოების მიმართულებით სახელმწიფო პროგრამით 8,5 მლნ ლარის 42 სესხია გაცემული - სამინისტრო

62fe2c9663c14
BM.GE
18.08.22 16:30
487
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით, ჩაის წარმოების მიმართულებით 8,555,127 ლარის ღირებულების 42 სესხია გაცემული, მათ შორის, გურიაში 6,083,890 ლარის ღირებულების 22 სესხია გაცემული.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 2016 წლიდან საქართველოში 1,676 ჰა ფართობის ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული. აქედან 241 ჰა გურიაში. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გურიაში ვიზიტისას ისაუბრა.

„საქართველოში ჩაის წარმოებას მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ქართულ ჩაი პოპულარული და მოთხოვნადი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დარგს აქვს პოტენციალი. სწორედ ამან განაპირობა, რომ 2016 წლიდან სახელმწიფომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება დაიწო. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ფერმერებს და მეწარმეებს ქართული ჩაის წარმოების ზრდისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ვთავაზობთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებშიც, დღეისათვის, ამ მიმართულებისთვის 4,395,112,524 ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული. ჩაის წარმოების ზრდისთვის გვაქვს საგრანტო კომპონენტიც, ტექნიკური დახმარება და სხვა. ეს მხარდაჭერა არის სტიმული და ამავე დროს გარანტია, რომ დარგი გახდეს კონკურენტუნარიანი, ქართული ჩაი ვაქციოთ მოთხოვნად პროდუქტად, რომელიც თავის ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო ბაზარზე ახალზელანდიურ, ჩინურ, იაპონურ, ინდურ და სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ ჩაის შორის.“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ოზურგეთში, „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა, რომლის შესაქმნელად, 500,000 ლარიანი ინვესტიცია განახორციელა. აქედან, 155,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

კომპანია „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის“ ბენეფიციარიცაა და 28 ჰა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის სახელწიფო გრანტი 52,000 ლარის ოდენობით აქვს მიღებული.

საწარმო სეზონზე 65 ტონა ჩაის ფოთოლს გადაამუშავებს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. გადამმუშავებელ საწარმოში, სეზონურად, 10 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში, მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - HACCP დაინერგა.