მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩაკეტვის აუცილებლობა თუ დადგა, წინასწარ უნდა გაცხადდეს“ - არჩილ გაჩეჩილაძე

6064718c72044
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.21 16:54
936
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ თუ კორონავირუსის გამო ქვეყანაში ხელახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა დადგა, ბიზნესმა ეს წინასწარ უნდა იცოდეს.

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ორი „ლოკდაუნის“ შედეგად ბიზნესი ძალიან დაზარალდა.

„თუ ჩაკეტვა მესამედ მოხდება, ეს ბიზნესისთვის უმძიმესი იქნება, თუმცა თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბიზნესი ამისთვის უნდა მოემზადოს, ამიტომ რაც უფრო ადრე გაცხადდება ამის შესახებ, უკეთესია, იმისთვის, რომ ბიზნესს გადალაგების დრო ჰქონდეს. ორი ჩაკეტვა ბიზნესისთვის და ბანკებისთვის უკვე ისედაც ძალიან მძიმეა“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.