30.იანვარი .2020 15:00

ჩამოიყვანს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს თურქული თვითმფრინავი უხანიდან? - სამინისტრო

views 306
უკან

ოფიციალური თბილისი ადასტურებს, რომ თურქული თვითმფრინავით სავარაუდოდ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მოხდება, - ამის შესახებ bm.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„გიდასტურებთ, რომ თურქეთთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა უხანის პროვინციიდან“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ როგორც სააგენტო Anadolu Agency-ი იუწყება, თურქული თვითმფრინავი ანკარის Etimesgut Military Airport-იდან ამჟამად მიფრინავს ქალაქ უჰანში, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია. გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავი 49 მგზავრს ჩამოიყვანს.სააგენტო იუწყება, რომ 49 მგზავრიდან, 34 თურქი, 7 ქართველი და 7 აზერბაიჯანელი მგზავრია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა