მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩამოსაცლელი გემები და 1000 მანქანა ლარსზე - ქვეყანას პროდუქტის დეფიციტი არ ემუქრება

5e72109692cae
ინგა მურუსიძე
18.03.20 16:12
654
პროდუქტის მარაგი საკმარისია, თუმცა პროდუქტით დატვირთული 1000 მანქანა დგას ლარსზე და ასევე გემი ფოთში, რომელიც კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე ჩამოიცლება, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მონიტორინგი და მუშაობა მუდმივ რეჟიმში, რომ საქართველოში პირველადი მოხმარების და ზოგადად, სამომხმარებლო კალათის მთავარი პროდუქტების პრობლემა არ შეიქმნას.

„ჩვენ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ვახორციელებთ სრულ მონიტორინგს. იმის გამო, რომ ჩვენი მოწოდების მიუხედავად, პანიკური მოთხოვნაა და უკონტროლო შესყიდვები ხორციელდება, ზოგიერთ ასაწონ ბურღულეულზე იყო შეფერხება. ეს არის ერთადერთი მიზეზის გამო, რომ შეკვეთები არის გზაში. ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქტის ჩამოტვირთვა რთულდება მეტეოროლოგიური პირობების გამო და ასევე, ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი. ათასზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა არის ლარსზე. მანქანები გაჩერებულია ზვავსაშიშროების გამო. პანიკურად პროდუქტის შეძენის გამო მოხდება პროდუქტებზე ფასების მატება. ჩვენ ველოდებით, რომ 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გაუმჯობედება, გაიწმინდება გზები და პროდუქტი შემოვა ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, პროდუქტის მომარაგების თვალსაზრისით საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რაც ბევრ სხვა ქვეყანას არ გადაუდგამს.