მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩამოწერილი სესხების მოცულობა 10,3%-ით გაიზარდა

5eada3526e9da
ელენე გოგბერაშვილი
02.05.20 22:00
2966
ეროვნული ბანკის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს წმინდა ჩამოწერილი სესხების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.3 %-ით გაიზარდა. შემცირება ფიქსირდება როგორც ჩამოწერილ აქტივებში, ასევე ჩამოწერილი აქტივების ამოღებაში, თუმცა ეს უკანასკნელი მეტადაა შემცირებული, ვიდრე აქტივების ჩამოწერა.


ამასთან, 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის (ბანკთაშორისის გარდა) 1.96 %-ს შეადგენს, რაც შესადარ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. თუმცა აღნიშნული კოეფიციენტი რეალურად ვერ ითვალისწინებს რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირებების მიმართ არსებულ განსხვავებულ მიდგომებს სხვადასხვა საზედამხედველო იურისდიქციებს შორის.

სებ-ი ასევე აღნიშნავს, რომ საცალო პორტფელში რეგულაციებში ცვლილების შედეგად საცალო პორტფელის ხარისხობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ნეგატიური სესხების წილი შემცირებულია. აღნიშნული გაუმჯობესება დიდწილად მსესხებლების სრულფასოვანი
შემოსავლების შესწავლის ვალდებულებისა და სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების დაწესებით არის განპირობებული.

შემცირებულია მაღალრისკიანი პროდუქტების წილი, რომელსაც ბანკები ადრე, ძირითადად, შემოსავლების სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გასცემდნენ და, შესაბამისად, გაზრდილია იპოთეკური და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დაბალრისკიანი სესხების გაცემის მაჩვენებლები.