მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩამოყალიბდა თუ არა მთავრობა საპარტნიორო ფონდის მომავალზე? - მინისტრის პასუხი

5f9adea0b0b4e
თელარა გელანტია
29.10.20 19:33
1021
უკვე მეორე წელი სრულდება, რაც მთავრობა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე ფონდს ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ იმედი გამოთქვა, რომ რეფორმირების პროცესი, რომელშიც IMF-იც არის ჩართული, 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. ერთ-ერთ საკვანძო საკითხს საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროზე შეჯერება წარმოადგენს. არაა გამორიცხული, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელი იწურება, Bm.ge-მ ფინანსთა მინისტრს ჰკითხა - ხომ არ ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობა საპარტნიორო ფონდის მომავალთან დაკავშირებით. ირვევა, რომ - არა. შესაბამისად, ისევ ღიაა საკითხი როგორც რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის მანდატზე, ისე მისი დაფინანსების წყაროზე.

„საპარტნიორო ფონდის რეფორმირების ცალკე საკითხად განხილვა არ მიმაჩნია სწორად, ის უნდა განვიხილოთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის კონტექსტში, რადგან ის ფლობს მნიშვნელოვან და სისტემურ სახელმწიფო საწარმოებს, ამიტომ ერთიან კონტექსტში უნდა დავინახოთ ამ საწარმოების რეფორმა და მერე ის, თუ როგორი იქნება საპარტნიორო ფონდის შემდგომი ბედი და განვითარება.

საპარტნიორო ფონდზე ცალკე კომენტარს არ გავაკეთებ. როგორც იცით, მისგან სახელმწიფო კომპანიების გამიჯვნა უკვე მიმდინარეობს და ესაა ჩვენი ხედვის ერთ-ერთი ნაწილი და ამ ყველაფრის შემდეგ საპარტნიორო ფონდი როგორ გააგრძელებს მუშაობას, ამაზე ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა, ისევე, როგორც დაფინანსების წყაროზე“, - განაცხადა მინისტრმა.