მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Chanel-მა და Prada-მ აზიაში ჩვენებები გადადეს - მიზეზი კორონავირუსია

5e4d6673b5f58
ნათია თაქთაქიშვილი
19.02.20 22:20
724
მოდის სახლებმა Chanel-მა და Prada-ამ ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთსა და იაპონიაში ჩვენებები გააუქმეს. მსოფლიო მოდის ბრენდების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩვენება სავარაუდოდ 2020 წლის მაისში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოდის სახლები შეშფოთებული არიან კორონავირუსის საფრთხის გამო, თუმცა, აზიაში გაზაფხულზე შოუს გამართვაზე უარს მაინც არ იტყვიან, თუ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული.

Chanel-მა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენებს დაკვირვებით ადევნებს თვალყურს და მოდის სახლს ურჩევნია ჩვენება მოგვიანებით გამართოს უფრო შესაბამის პერიოდში, რადგან მათთვის უპირველესი სტუმრების და თანამშრომლების ჯანმრთელობაა.

Prada-ამაც გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც მოდის სახლი ჩვენებას 21 მაისს გამართავს.

„მიუხედავად იმისა, რომ იაპონია და საერთოდ აზია ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარია, ჩვენმა გუნდმა ამჯობინა ჩვენების გადადება გაზაფხულის ბოლომდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.