მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Chanel-მა Huawei-სთან სასამართლო დავა წააგო

6081815b70739
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.21 19:11
972
Chanel-მა Huawei-სთან სასამართლო პროცესი წააგო, მოდის წამყვანმა სახლმა ტექნოლოგიურ კომპანია Huawei-ის ცნობილ ლოგოსთან დაკავშირებით უჩივლა. მოდის სახლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ Huawei-ის ლოგო მათი ლოგოს იდენტური იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ გუშინ განაჩენი გამოიტანა, სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად სავაჭრო ნიშნების მსგავსებისა, მათი ვიზუალური სხვაობა მაინც თვალსაჩინოა, რადგან Chanel-ის ლოგო უფრო მრგვალია, ლოგოში გამოყენებული ხაზები კი უფრო მსხვილი.

"სადავო ფიგურალური ნიშნები არ ჰგავს ერთმანეთს. კერძოდ, Chanel-ის ნიშნებს აქვს უფრო მომრგვალებული მოსახვევები, უფრო სქელი ხაზები და ჰორიზონტალური ორიენტაცია, ხოლო Huawei-ის ნიშნის ორიენტაცია ვერტიკალურია. შესაბამისად, გენერალური სასამართლო ასკვნის, რომ ნიშნები განსხვავებულია", - განაცხადა მოსამართლეთა ტრიბუნალმა.

Chanel-მა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.