მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს

60cb4e3a473c0
BM.GE
17.06.21 17:27
639
მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ კომპანია „ენკაში“ აცხადებენ. ასე ეხმაურებიან ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიაში შს სამინინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სოფელ გუმათში რკინის ჯებირების დემონტაჟი იწყება.

კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას.

„მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ გუმათში ჯებირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამონტაჟა, რათა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ხელი არ შეეშალათ ტერიტორიაზე მიმდინარე წინამოსამზადებელი სამუშაოებისთვის. თუმცა, ჯებირების მოხსნას ითხოვდნენ "რიონის ხეობის მცველები", რომლებიც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. შესაბამისი მოთხოვნა მათ გასულ კვირას დააყენეს ევროკავშირის მედიაციით ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებთან გაიმართა.