საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულდა.
ამ დროისთვის, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.