საქართველოს მთავრობამ 950 დევნილი ოჯახისთვის რუსთავსა და ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსების აშენებისთვის 92-მილიონიანი ტენდერი თავიდან გამოაცხადა. თავდაპირველი ტენდერი 26 ივლისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - თი ემ ჯი გაირიმენკულ იათირიმ ინშაატ ვე ტიჯარეტმა მიიღო, თუმცა 15 სექტემბერს მისი დისკვალიფიკაცია მოხდა. ამის გამო 16 სექტემბერს მთავრობამ ტენდერი ანალოგიური პირობებით ხელახლა გამოაცხადა.
სატენდერო სისტემის მიხედვით, ბორჯომის შემთხვევაში 150 ბინა უნდა აშენდეს, რუსთავში კი - 800 ბინა. ამ უძრავი ქონების განაწილება ასეთია.
ბორჯომი:
1 (ერთი) ოთახიანი - 64 ბინა - ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 30-40 კვ. მეტრი;
2 (ორი) ოთახიანი - 75 ბინა - ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 50-60 კვ. მეტრი;
3 (სამი) ოთახიანი - 10 ბინა - ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 70-80 კვ. მეტრი;
4 (ოთხი) ოთახიანი - 1 ბინა - ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 90-100 კვ. მეტრი;
სულ 150 ბინა, სრული საანგარიშო საცხოვრებელი ფართი (max) – 7 960 კვ.მ შენობის/შენობების განაშენიანების საორიენტაციო ფართობი - 9 552 კვ.მ
რუსთავი:
1 (ერთი) ოთახიანი - 320 ბინა - 40% - ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 30-40 კვ. მეტრი;
2 (ორი) ოთახიანი - 320 ბინა - 40% - ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 50-60 კვ. მეტრი;
3 (სამი) ოთახიანი - 80 ბინა - 10% - ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 70-80 კვ. მეტრი;
4 (ოთხი) ოთახიანი - 80 ბინა - 10% - ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 90-100 კვ. მეტრი ;
სულ 800 ბინა, სრული საანგარიშო საცხოვრებელი ფართი (max) – 46 400კვ.მ შენობის/შენობების განაშენიანების საორიენტაციო ფართობი - 58 000 კვ.მ
სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა ეს პროექტები Design-Build მეთოდით უნდა ააშენოს.
"სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 250 000 000 (ორას ორმოცდაათი მილიონი) ლარისა, ხოლო შესრულებული სამუშაოს მოცულობა არ უნდა იყოს 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) კვ/მ-ზე ნაკლები," - ნათქვამია სატენდერო პირობებში.
ტენდერში წინადადებების მიღება 13 ოქტომბერს იწყება და 18 ოქტომბერს სრულდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი