18.მარტი .2020 11:45

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები? -სოფო გორგოძის განცხადება

views 5120
უკან

იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში სიტუაცია დამძიმდება, შესაძლოა ერთიანი ეროვნული გმოცდები გადავადდეს ან სხვა ალტერნატიული გზა გამოინახოს - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

გორგოძის თქმით, ამ ეტაპზე დეტალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის და უწყება სხვადასხვა გამოსავლის გზების ძიებაშია.

„დეტალურად გამოსავალზე ვერ ვისაუბრებ, ჩვენ რა თქმა უნდა ამ სცენარზე ვფიქრობთ, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 3 თვე ნახევარში სიტუაცია იქნება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ჩვენ ქვეყანაში. თუ აღმოჩნდება ისე, რომ მასობრივმა თავშეყრამ და ტესტირებამ რაიმე საფრთხე შეიძლება შეუქმნას ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობას, ჩვენ ამ რისკზე არ წავალთ, იმიტომ, რომ ჯანმრთელობა არის პირველი საზრუნავი და შესაბამისად გარკვეულ ალტერნატიულ გზებზე ვიფიქრებთ. თუ დამძიმდა მდგომარეობა ყველა სცენარზე შეიძლება ვიფიქროთ.

რა იქნება ეს სცენარი ამაზე ეხლა ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ძალიან ადრეა. იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვეულ რეჯიმში წარიმართება, თუმცა თუ ასე არ მოხდა, მაშინ სხვა გზებიც გვექნება მოფიქრებული“ - განაცხადა გორგოძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა