მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩატარებული აცრების რაოდენობით თბილისი და იმერეთი ლიდერობენ - სრულად აცრილია 23.1%

61431441369c9
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.21 14:15
1235
16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარებულია 1 589 024 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული აცრების განახლებული სტატისტიკის მიხედვით, დღეისთვის სულ მცირე 1 დოზით 928 192 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.5%-ს შეადგენს.

სრულად კი 660 832 ადამიანია აცრილი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 23.1%.

14 სექტემბერს 25 150 ადამიანი აცრა ჩატარდა. აცრების რაოდენობის მიხედვით, კვლავ თბილისი იმერეთი და აჭარა ლიდერობენ. დღიურად ჩატარებული აცრების რიცხვი რეგიონების მიხედვით კი ასეთია: თბილისი - 11 580; იმერეთი - 3 102; აჭარა - 2 672; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2 100; ქვემო ქართლი - 1 217; კახეთი - 1 120; შიდა ქართლი - 1 051; სამცხე-ჯავახეთი - 760; გურია - 707; მცხეთა-მთიანეთი - 652; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 187.