მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Chateau De Vere - ადგილი უნიკალური კონცეფციით, განსხვავებული სივრცეებით, შთამბეჭდავი ხედებით, უგემრიელესი კერძებით და განტვირთვის შესაძლებლობით ®

62bd91a5bc86c
BM.GE
30.06.22 16:12
2241
თუკი განტვირთვის, დასვენების, ასევე გართობის შესაძლებლობას ეძებთ, ან ქორწილის წვეულებისთვის გინდათ შთამბეჭდავი სივრცე, ან გსურთ ხელისმოწერის ცერემონია დაუვიწყარ გარემოში გაიმართოს, შესაძლოა, მეგობრებთან ერთად გინდათ მწვანე გარემოში ყოფნა - მაშინ თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს - თბილისთან ახლოს, თავისუფლების მოედნიდან 10-15 წუთის გზაზე, გაიხსნა მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს.

Chateau De Vere
 - ასე ჰქვია სივრცეს, რომელიც თავისი კონცეფციით უნიკალური და მრავალფეროვანია და მიუხედავად იმისა, რომ ახალი გახსნილია, უკვე ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელი მიმართულებაა.




„შატო დე ვერე“ სარესტორნო კომპლექსი აერთიანებს სხვადასხვა ზონას ყველანაირი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის - ევროპულ და ქართულ დარბაზებს, პაბს ირლანდიური ესთეტიკითა და ბოჰემური ცხოვრების რიტმით, ვერანდას შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ხედით... და მხოლოდ ეს არ არის.

აქ არის სივრცე დიდი წვეულებებისთვის, ბანკეტებისა და ქორწილებისთვის. აღსანიშნავია, რომ სარესტორნო კომპლექსი მასშტაბური ბანკეტებისა და ქორწილების მოწყობის საშუალებას იძლევა, როგორც დახურულ სივრცეში, ასევე ღია, მწვანე ზონაში.

„შატო დე ვერეს“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ულამაზესი ადგილი ამფითეატრია. ეს არის ღია, მწვანე სივრცე, სადაც 500-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, სადაც მისულ სტუმრებს ბუნებასთან ჰარმონიისა და ცოცხალი მუსიკით ტკბობის შესაძლებლობა ეძლევათ.

უნიკალური ადგილმდებარეობა კი "შატო დე ვერეს" ტურისტული კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ის თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე, შინდისში მდებარეობს და ვიზიტორებს მწვანე და მშვიდ გარემოს სთავაზობს. აქ დაგხვდებათ ულამაზესი ხედები თბილისსა და მის შემოგარენზე და განტვირთვის სასიამოვნო შესაძლებლობა. ეს არის ადგილი, სადაც შეძლებთ, გაექცეთ ხმაურს და დრო მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გაატაროთ და ამასთანავე უგემრიელესი კერძებიც დააგემოვნოთ.

No description available.

მრავალფუნქციურ სივრცეს 1 ივლისიდან დაემატება სტეიკჰაუსი, რომელიც უმაღლესი ხარისხის ავსტრალიური, ამერიკული და არგენტინული სტეიკებით და საუკეთესო ქართული და ევროპული ღვინოებით გაუმასპინძლდება.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე კი „შატო დე ვერეში“ 47-ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმროც გაიხსნება და ეს იქნება სრულყოფილი სივრცე, რომელიც სტუმარს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და კომფორტს შესთავაზებს.