მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ChatGPT-ის დირექტორი ახალ კრიპტოვალუტას ქმნის

6461fcf37b218
გიორგი თოლორდავა
15.05.23 19:00
1482
ხელოვნურ ინტელექტ ChatGPT-ის დირექტორი, სემ ალტმანი ახალ კრიპტოვალუტას ქმნის, რომლის სახელწოდება Worldcoin იქნება.

Financial Times-ის ინფორმაციით, პროექტმა უკვე მოიზიდა 100 მილიონი დოლარის საწყისი ინვესტიცია და მომდევნო ექვს კვირაში ის ქსელში სრულად გაეშვება.

Worldcoin-ს საკუთარი ბლოკჩეინ სისტემა, კონსენსუსის მექანიზმი და ალგორითმი ექნება, რომლის განვითარებაზე თავად OpenAI-ს მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს.

ალტმანის განცხადებით, პროექტის მიზანი ახალი გლობალური ვალუტის შექმნაა, რომელიც ქონების დემოკრატიულად და ინკლუზიურად გადანაწილება შეუწყობს ხელს.

Worldcoin-ის ტექნიკური დეტალები ცნობილი ჯერაც არ არის, თუმცა პროექტის ინვესტორებს შორის ვხედავთ Coinbase-ის, FTX-ისა და LinkedIn-ის დამფუძნებლებს.