მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩათვალეთ, რომ უპრეცედენტო წელი გვქონდა - სოსო ფხაკაძე 2020-ს აფასებს

5fed73d4ae0be
თამთა ჯიჯავაძე
30.12.20 23:20
1622
ჩათვალეთ რომ უპრეცედენტო წელთან გვქონდა საქმე, - ასე შეაფასა საქართველოს ბიზნესასოციაცის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პანდემიის 2020 წელი გადაცემა „საქმის კურსში“.

„იყო საკმაოდ რთული წელი. ერთი მხრივ პრობლემა შეიქმნა მოთხოვნის კუთხით, მნიშვნელოვნად იყო დაქვეითებული მოთხოვნა, ასევე პრობლემები იყო მიწოდების კუთხითაც. ეკონომისტების ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ჩათვალეთ რომ უპრეცედენტო წელთან გვქონდა საქმე. ეკონომიკური ციკლები ახასიათებს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკას, ასევე მსოფლიო ეკონომიკას, ეკონომიკურ ისტორიაში ძალიან ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები, მაგრამ რაც წელს მოხდა, რომ მოთხოვნისა და მიწოდების კუთხით, ორივეგან პრობლემა შეიქმნა, იყო უპრეცედენტო. ეს აისახა ბუნებრივია ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე“, - განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად პანდემიის კრიზისის შედეგად სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია დაზარალდა.

„ჩვენი ბიზნესასოციაცია ფარავს ნებისმიერ სექტორს, ეს არის მომსახურების, საფინანსო და სხვა, ჩვენ მართლაც პულსზე გვიდევს ხელი და გეტყვით რომ ყველა სექტორს შეეხო კრიზისი, განსაკუთრებით დაზარალდა სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებები - სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პრობლემები შეექმნა ყველას, თუმცა, სხვადასხვა ზომით“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.