მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩავალთ ვაშინგტონში და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით", - თალაკვაძე კონგრესმენების წერილებზე

5e31963abc4f6
ინგა მურუსიძე
29.01.20 18:50
1223
ჩვენ ჩავალთ ვაშინგტონში და კითხვებზე ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით, - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს მთავრობის მისამართით გამოგზავნილ კრიტიკულ წერილებს.

თალაკვაძის თქმით, მთავრობა ამ წერილებს აღიქვამს, როგორც მეგობრების მოსაზრებებს.

"საქართველოს და ჩვენი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოს, როგორც ევროკავშირის და ასევე, ნატო-ს, აშშ-ის მთავრობის მხრიდან აქვს დადებითი შეფასებები და ეს ასახულია ანგარიშებში, რეზოლუციებსა და მხარდაჭერის აქტებში. რაც შეეხება ჩვენი კოლეგა კონგრესმენების ანგარიშებს, ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია როგორც მეგობრების მოსაზრებები, მათ აქვთ კითხვები, ჩვენ ჩავალთ ვაშინგტონში და ამ კითხვებზე ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით.

ჩვენს თანამშრომლობას ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ეს მომენტი. გვაქვს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები, მათ შორის მეც მივემგზავრები ვაშინგტონში და აუცილებლად მექნება შეხვედრები ჩემს კოლეგებთან პირისპირ. ამ შეხვედრების ფარგლებში ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე დაგეგმილ საქმეებზე ინფორმაციას გადავცემთ მათ. ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან გახარებულები არიან, საქართველოს წერილები გამოუგზავნეს ვაშინგტონიდანო, ეს ადამიანები ქვეყანას არ გულშემატკივრობენ, მათ აქვთ ვიწროპოლიტიკური ინტერესები და ეს ინტერესები დასრულდება მათთვის, სულ რამდენიმე კვირაში", - განაცხადა თალაკვაძემ.