მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭავჭავაძის გამზირის მოდელი ყველა ქუჩასა და გამზირზე განხორციელდება - ხმალაძე

613c655a7178b
ინგა მურუსიძე
11.09.21 12:11
5507

ჭავჭავაძის გამზირის მოდელი განხორციელდება ყველა ქუჩასა და გამზირზე, რომლის რეაბილიტაციაც განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ #BMGDRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, აქ მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ქუჩებზე იყოს ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის.

„ჭავჭავაძის მოდელი, ანუ მულტიმოდალური სატრანსპორტო მოდელი განხორციელდება ყველა ქუჩასა და გამზირზე, რომლის რეაბილიტაციასაც გააკეთებს მუნიციპალიტეტი. მათ შორის ქეთევან წამებულის გამზირზეც, ბარათაშვილის ქუჩაზეც, წერეთლის გამზირზეც ეს იქნება. შარტავა-კოსტავასა, ვეკუა-ხიზანიშვილზეც ასეა. ყველა ქუჩის დიზაინი უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ჭავჭავაძეზე. ეს გამორჩეულია იმით, რომ სამანქანედ ერთი ზოლია დატოვებული და სხვა ქუჩებზე ასეთი მდგომარეობა არ არის, თუმცა კონცეპტულურად ერთიდაიგივე მოდელია. ეს არის სწორი დიზაინი“, - განაცხადა ხმალაძემ.