06.სექტემბერი .2020 12:00

ჭავჭავაძის გამზირზე LED განათების სისტემა მონტაჟდება - პროექტი 1 200 000 ლარი ჯდება

views 641
უკან

ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის LED განათების სისტემა მონტაჟდება. სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს, განათების დაახლოებით, 180 ბოძი შეიცვლება.

თბილისის მერიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების LED განათების სისტემის დამონტაჟებამდე, რომლის ღირებულება დაახლოებით, 1 200 000 ლარია, ჭავჭავაძის გამზირზე სრულად შეიცვალა გარე განათების ქსელი და ელექტროსადენები მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები მიწისქვეშა კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„თვის ბოლოს LED სანათები სრულად უნდა იყოს ადგილზე. აღნიშნული სისტემა თავისი დიზაინით არსებული სანათებისგან განსხვავებულია და ამ ულამაზეს გამზირს ძალიან დაამშვენებს. განათების ძველი ბოძები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ახალი სანათები კი ევროპული სტანდარტისაა. მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც რეაბილიტაცია ხორციელდება, ყველგან ანალოგიური სამუშაოებია გათვალისწინებული, თუმცა ქუჩის სიდიდიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე განსხვავებული მიდგომა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა