ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს მუშა გარდაიცვალა.
როგორც BM.GE–ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე N32–ში მოხდა.
მათივე ცნობით, სამაშველო სამსახურს ადგილზე მისვლისას მუშა გარდაცვლილი დახვდა. ამ დროისთვის ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით BM.GE–ს თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ ეს სამუშაოები, რომელსაც მუშა ემსხვერპლა, მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში არ მიმდინარეობდა.