მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭავჭავაძის გამზირზე უხვი ნალექის გამო "ჭკვიანი" ურნები დაზიანდა - მერია

614cd9e5c40cf
BM.GE
23.09.21 23:42
15299
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, წყლის ძლიერმა ნაკადმა ჭავჭავაძის გამზირზე, კერძოდ, ჭავჭავაძის #16-ში, #17-ში და # 34-ში დამონტაჟებული 5 ერთეული მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის დამცავი რეზინები დააზიანა. ჰერმეტულობის დროებითმა დარღვევამ კონტეინერების კაფსულის წყლით ავსება გამოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შპს "თბილსერვის ჯგუფმა" ოპერატიულად უზრუნველყო კაფსულებიდან წყლის ამოტუმბვა და ამ ეტაპზე, ხუთივე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი გამართულად ფუნქციონირებს.

ჭავჭავაძის გამზირზე სულ 90 ერთეული "ჭკვიანი" ურნაა დამონტაჟებული.