07.აპრილი .2016 11:34

Check in Georgia - ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოში კონცერტები აპრილიდან დაიწყება

views 2109
უკან

ახალი პროექტის, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში კულტურული ღონისძიებები აპრილის ბოლოს დაიწყება და ის წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში ფესტივალები საქართველოს 19-მდე ქალაქში გაიმართება. მათ შორის: 24 აპრილს სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება, 27 მაისს დინამოს სტადიონზე რობი უილიამსი იმღერებს, 7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება, 18 ივნისს კი ქუთაისში ხოსე კარერასი იმღერებს.
 
ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, წლის განმავლობაში საქართველოს სხვა არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავიც ეწვევა.

"ჩვენ ვიწყებთ ახალ, მასშტაბურ პროექტს, ეს არის "საქართველო მსოფლიოს კალენდარზე“ და ის მთელს საქართველოს მოიცავს, რომლის მიზანიც არის რომ საქართველო გახდეს კულტურული ცენტრი რეგიონში", - განაცხადა მინისტრმა.

კულტურის მინისტრის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, 35-ზე მეტი მიმართულებით ჩატარდება ფესტივალი, როგორც მუსიკალური, ასევე ქორეოგრაფიული, კინო და ფოტო ფესტივალები. მისივე თქმით, ღონისძიებებში აქტიურად იქნებიან ჩართული ქართველი შემსრულებლებიც. როგორც მინისტრმა განაცხადა, ადგილობრივ ბენდებსა და პროდიუსერებს მთავრობა, ბათუმში საკონცერტო სცენასა და აპარატურას უფასოდ შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა