მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Check-in Travel: უმოქმედობა ფინანსური ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის

5f043cd01f1e1
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.20 09:45
1047
კომპანია Check-in Travel-ი ტურიზმის სფეროში 2003 წლიდან ოპერირებს როგორც გამყვანი, ასევე, შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით, თუმცა COVID-19-მა ისევე როგორც ტურიზმის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები, Check-in Travel-ი თითქმის სრულად გააჩერა და გამოწვევების წინაშე დააყენა, რადგან დღეს ვრც გამყვანი ტურიზმი მოქმედებს და ვერც - შემომყვანი.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ია გედევანიშვილი ამბობს, მას არ სჯეროდა, რომ საზღვრები 1 ივლისს გაიხსნებოდა და არც იმის რწმენა აქვს, რომ 1 აგვისტოს საქართველო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მზად იქნება.

"რაღაცნაირად დაზუსტებით ვიცოდი, რომ 1 ივლისს არაფერი გაიხსნებოდა და არცერთი ჯავშანი ივლისზე არ გადმომიტანია. ყველა ის ჯავშანი, რომელიც ზაფხულზე ჯერ კიდევ ზამთარში გაკეთდა და შემდგომ გადავადდა, აგვისტოს თვეზე გადავავადეთ. უცხოელ პარტნიორებს გერმანიაში, ზერბაიჯანში, უკრაინში, პოლონეთში, ისრაელსა და გაერთიანებულ საემიროებში ჰქონდათ მოლოდინი, რომ 1 ივლისს აღდგებოდა მიმოსვლა, თუმცა მე ამის მოლოდინი არ მქონია და ამიტომ ჯავშნები აგვისტოს მეორე ნახევარში გვაქვს გადატანილი. თუ კვლავ არ გაიხსნა საჰაერო მიმოსვლა, ისევ მოგვიწევს გადავადება, რადგან ამ ჯავშნებში თანხა გადახდილია“, - განაცხადა ია გედევანიშვილმა.

მისი თქმით, უმოქმედო მდგომარეობა მათ ფინანსური ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის.

„ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგება კომპანია. ქირის გადასახადი გვაქვს გადასახდელი. 3 თვე შეღავათი გაგვიწიეს და არ გვახდევინებდნენ ქირის ფულს, ახლა უკვე ვალდებულნი ვართ გადავიხადოთ, რადგან მეიჯარებსაც აქვთ საკუთარი ბიზნეს ვალდებულებები. ასევე, მაშინ როდესაც შემოსავლები არ არის, ძალიან გვაწვება კომუნალური გადასახადები...“, - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

ამასთან, ია გედევანიშვილის თქმით, სირთულეებმა მათ გუნდს ახალი პროდუქტის შექმნისკენ უბიძგა, რითიც კომპანია გადარჩენას და საერთაშორისო ტურიზმის ამოქმედებამდე თავის გატანას შეძლებს.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში თანამშრომლებს ხელფასებს ვერ ვუხდიდი და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ 200 ლარიან კომპენსაციას იღებდნენ... სწორედ ამიტომ დავიწყეთ მუშაობა ახალ შიდა ბაზარზე გათვლილ პროდუქტზე. საბავშვო ბანაკის პროექტით „ჩექ-ინ კერია“ ვიმედოვნებთ, რომ იმ ხარჯების გასტუმრებას შევძლებთ რაც ამოქმედების შემდეგ გვაქვს, მოგებაზე და ფინანსურ სარგებელზე საუბარი ზედმეტია. მთავარი იქნება ის, რომ კომპანია და მასში დასაქმებული ადამიანები ამ პროექტით სრულად დაიტვირთებიან. ამ დროისთვის ჩვენთან 9 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, ახალ პროექტში ჩართული იქნება 20-მდე გიდი, რომელიც მდგომაროების გამო შემოსავლის გარეშე დარჩა და ასევე ჩაერთვებიან სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული მძღოლები. ჯამში, დაახლოებით, 50-მდე დასაქმებულს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდება.

ჩემი კომპანია სრული სერვისის კომპანია იყო და ახლა რადგან საერთაშორისო მიმართულებით აქტივობა არ გვაქვს, გადავწყვიტე, რომ ასე - ახალი პროექტით შემენარჩუნებინა ის გუნდი, რომელის განვითარებისთვის უდიდესი ძალისხმევა იყოს საჭირო. პროექტი იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მთლიანად ამ პროექტზე ვართ გადართულებით. ჩვენ ამ პროექტით შევძლებთ, რომ თავი გავიტანოთ ფრენების აღდგენამდე და მანამდე, სანამ ბაზარზე სხვა პროდუქტები შეთავაზების საშუალება გაჩნდება“, - განაცხადა ია გედევანიშვილმა.