მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აინშტაინის ხელნაწერი ნაშრომი აუქციონზე $13 მილიონად გაიყიდა

61a4dc00bc022
ნათია თაქთაქიშვილი
29.11.21 23:20
806
ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი ნაშრომი, რომელიც „ფარდობითობის თეორიას“ ეხება, პარიზში Aguttes-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ნაშრომის ღირებულებამ 13 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას The Time Of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული თანხა დაახლოებით ოთხჯერ მეტია იმ თანხის რაოდენობაზე, რამდენადაც ნივთის გაყიდვას იმედოვნებდნენ. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის 54-გვერდიანი დოკუმენტი აინშტაინის ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერია.

როგორც ცნობილია, ხელნაწერი შეიცავს შენიშვნებს ფარდობითობის თეორიასთან დაკავშირებით, რომლიც მეცნიერმა 1915 წელს გამოაქვეყნა.

Aguttes-ის აუქციონზე ნაშრომი Christie’s-ის წამომადგენელმა გამოიტანა და მისი განცხადებით, ეს აინშტაინის ყველაზე ძვირფასი ხელნაწერია, რომელიც ოდესმე აუქციონზე წარუდგენიათ. Christie’s-ის წარმომადგენლები მის გაყიდვას 2-3 მილიონ ევროდ იმედოვნებდნენ, თუმცა შემოთავაზებებმა მათ მოლოდინს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ ხელნაწერის საწყისი ფასი 1.5 მილიონი ევროთი იყო განსაზღვრული, რაც დაახლოებით 1.7 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია.