მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს გვყავს პრემიერი, რომელიც ცდილობს ოკუპირებული ქვეყანა სერიოზულობით მართოს" - წულუკიანი

621c9fb09bddd
ინგა მურუსიძე
28.02.22 14:16
850
"დღეს ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც ცდილობს სერიოზულობით მართოს ის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია", - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

წულუკიანმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვესაწარით იმ დღეს, როცა ევროპის კონტინენტზე ომია.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა თეა წულუკიანი პრემიერის მოსაზრებებს უკრაინასთან მიმართებით, კულტურის მინისტრმა უპასუხა, რომ იზიარებს.

„საქართველო, მისი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელთანაც ჩემდა გასაკვირად, თქვენ (ჟურნალისტებს) გაქვთ უსაფუძვლო კითხვები, აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში უკრაინას ყველანაირი სოლიდარობა აღმოვუჩინეთ და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპირებულ ქვეყანაში და დღეს უკრაინას სჭირს ის, რაც ჩვენ დაგვემართა უკვე არაერთი წლის წინ, როცა თქვენი ბელადი ძირს ფორთხავდა.

ამის საპირისპიროდ დღეს გვყავს პრემიერი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს მართოს ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ოჯახის ინტერესიდან, ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან იმ მომავალი თაობების ინტერესიდან, რომელმაც ამ ქვეყანაში ცხოვრება უნდა გააგრძელოს. ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, სისხლი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში არ იყოს ომი და არეულობა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.