მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი დასკვნა სასამართლოზე არის ის, რასაც ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან - პრეზიდენტი

6299096a51a8d
ალა ისპირიანი
02.06.22 22:33
714
"სამარცხვინოა, რომ სხვები, ჩვენი პარტნიორები, გვახსენებენ, რომ სასამართლო რეფორმაა საჭირო" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

"ჩემი დასკვნა სასამართლოზე არის ის, რასაც ყველა ჩვენი პარტნიორი გვეუბნება. ეს არის ჩემთვის სამარცხვინო, რომ სასამართლო კუთხით ასეთი ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას სხვები, ჩვენი პარტნიორები გვახსენებდნენ, რომ რეფორმაა საჭირო და სასამართლო სისტემა სათანადოდ არ არის განვითარებული. ჩვენ უნდა მივსულიყავით იმ დონეზე, რაც დღეს ევროპული დონეა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.