მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი მშობლები ავცერი და მზად ვარ თავადაც მივუშვირო მხარი ვაქცინას - მანანა მანჯგალაძე

60827d1abe9bd
ინგა მურუსიძე
23.04.21 20:50
943
ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე უერთდება Forbes Health-ის კამპანიას „აიცერი“ და აცხადებს, რომ მზად არის თავადაც აიცრას, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.

„მე ვარ მანანა მაჯგალაძე, ჟურნალისტი და მზად ვარ მხარი მივუშვირო ვაქცინას იმისთვის, რომ გავიხსნათ, ისევ ისე ვიცხოვროთ როგორც ვცხოვრობდით. ჩემი მშობლები ავცერი და როცა მეორე დოზას გაიკეთებენ, ჩავეხუტები, რაც ძალიან მენატრება და მაკლია.

უნდა ავიცრათ იმიტომ, რომ ჩვეულებრივად ვიცხოვროთ, ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს და ჩვენც დავემსგავსოთ ადამიანებს, რომლებიც გამოკეტილები არ არიან, უნდა ვიმოგზაუროთ, ერთმანეთი ვნახოთ, კინოსა და თეატრში წავიდეთ და კვლავ ადამიანებად ვიგრძნოთ თავი, ამიტომ #აიცერით“, - აცხადებს მანანა მანჯგალაძე.

ცნობისთვის: BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.