მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩემი რანჩო”: პანდემიის დროს ჩვენს ნიშაში მოთხოვნა არ შემცირებულა

5f61b0e12460f
ლიკა გურაბანიძე
16.09.20 10:45
1142

“მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, 2020 წლის განმავლობაში, როგორც საოპერაციო, ასევე საინვესტიციო მიმართულებით არ გავჩერებულვართ”, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “ჩემი რანჩოს” დამფუძნებელმა ვანო იოსელიანმა პანდემიის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.


იოსელიანის თქმით, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი კრიზისისა, კომპანიამ კომბინირებული საკვების წარმოება და დამატებით ორი ფერმის აშენება შეძლო, რისი საშუალებითაც წარმადობა გააორმაგა. კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, მისი გეგმები კვლავ სიახლეებზეა ორიენტირებული.

“ვასრულებთ პროექტს, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი ბაზრისთვის ახალი პროდუქტების მიწოდებას შევძლებთ. ის ნიშა, რომელშიც ჩვენ ვართ, საბედნიეროდ, შედარებით ნაკლებად დაზარალდა. ანუ ჯანსაღ პროდუქციაზე მოთხოვნა არ შემცირებულა და პანდემიის პერიოდში მეტად აქტუალური გახდა. გლობალური კრიზისის ფონი ყველა სექტორისთვის საკმაოდ რთულია და ის ყველას მეტ-ნაკლებად შეეხება, თუმცა ჩვენი კომპანიის გადმოსახედიდან, ამ ეტაპზე გამოწვევას თავი წარმატებით გავართვით", - აღნიშნა ვანო იოსელიანმა.

“ჩემი რანჩოს” დამფუძნებლის თქმითვე, ექსპორტის მიმართულება აქტუალურია, თუმცა ამ ნაწილში ის გარკვეულ რისკებს ხედავს.

“დღეს, როდესაც ახალ ხორცსა და ხორც-პროდუქტებზე გვაქვას საუბარი, ამ შემთხვვაში საექსპორტო ბაზრები შედარებით აქტუალურობას კარგავს, რადგან გადაზიდვები ძალიან გართულებულია", - განმარტა იოსელიანმა.