მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის - იყოს - იმნაძე

610bc15e2ed36
ინგა მურუსიძე
05.08.21 14:50
2854
ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა პასუხი ჰქონდა უწყებათშორის საბჭოს წევრებს მის რეკომენდაციაზე, იმნაძემ უპასუხა, რომ ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.

„ჩვენ დრო არ გვაქვს ლოდინისთვის, ამიტომ აიცერით. ყველაფრის მიუხედავად, არსებობს პირადი პასუხისმგებლობებიც", - განაცხადა პაატა იმნაძემ.