ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მისი ამჟამინდელი პოსტის დატოვების შესახებ გაჩენილ ვარაუდს იმ რეფორმებს უკავშირებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ და კლინიკურ სექტორში ატარებს, - ამის შესახებ მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რეალურია თუ არა ვარაუდი, რომ ზურაბ აზარაშვილმა ფინანსთა მინისტრის ადგილი დაიკავოს და მის პოზიციაზე ან თეა წულუკიანი ან მისივე მოადგილე, ილია ღუდუშაური ვიხილოთ, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
„ის ძალიან დიდი რეფორმები, რომელიც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში დავიწყეთ, როგორც ფარმაცევტული ბაზრის ისე კლინიკური სექტორის მოწესრიგების კუთხით, რასაკვირველია, რომ იწვევს სპეკულაციებს ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
მესმის, რომ დაურეგულირებელი ბაზარი ბევრად მეტ შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში სამედიცინო სექტორში მიუღებელ ხარისხს გვაძლევდა.
იგივე კითხვა რომელიღაც თქვენგანმა დაუსვა პრემიერ-მინისტრს და მანაც არ დაგიდასტურათ. ყველა საქმეს, რაც მიმართულია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
“ტყუილია, ტყუილია” - პრემიერი ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლაზე
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი