26.ნოემბერი .2021 10:15

“ჩემი ვარაუდით, 10-11 დეკემბერს კლუბები გაიხსნება” – Act4Culture

“ჩემი ვარაუდით, 10-11 დეკემბერს კლუბები გაიხსნება” – Act4Culture
views 212
უკან

21 თვეა კლუბები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად დახურულები არიან. საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მთავრობასთან უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. ჩატარდა საპილოტე წვეულებებიც, სადაც ვირუსის დადებითობიც მაჩვენელი მხოლოდ 0.5%-ი იყო. საინიციატივო ჯგუფ Act4Culture-ის წარმომადგენელი BM.GE-თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ინდუსტრია საბოლოო პასუხს გახსნასთან დაკავშირებით წესით დეკემბრის დასაწყისში მიიღებს, საკითხი საბჭოს სხდომაზე 7 დეკემბერს უნდა გაიტანონ.

“გვქონდა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც ვცდილობდით, კლუბების გახსნისთვის საჭირო ყველა პროტოკოლი შემუშავებულიყო. ეს იმიტომ, რომ ყველა სხვა ინდუსტრიას ეს დოკუმენტი უკვე აქვს, მათ შორის კინოს, თეატრებს, დარბაზებს. თითქმის მივედით ბოლომდე, დაგვრჩა სულ რამდნეიმე დეტალი გასავლელი. 5 საკითხიდან დაგვრჩა ერთი საკითხი მოსაგვარებელი. ჩვენი შემდეგი შეხვედრა არის ჩანიშნული 2-3 დეკემბერს და სავარაუდოდ, 7 დეკემბერს საბჭოს სხდომაზე საკითხი იქნება გატანილი. ჩემი ვარაუდით, 10-11 დეკემბერს კლუბები გაიხსნებიან”- საინიციატივო ჯგუფ Act4Culture-ის წარმომადგენელი დავით ლეჟავა.

ცნობისთვის, 1 დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმდდება, რომლის საშუალებითაც მწვანე სტატუსის მქონე პირები კონკრეტულ დაწესებულებებში შესვლას შეძლებენ. დაწესებულებების ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ ღამის კლუბები. შესაბამისად, 1 დეკემბრიდან ამ სისტემაში ეს ბიზნესი ვერ ერთვება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა