მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემპიონატის პერიოდში "ბაკურიანი ინნში" ნომრის ფასი 30-40%-ით იყო გაზრდილი - ერეკლე კოკაია

641ece8c92643
ლიკა გურაბანიძე
25.03.23 14:00
820
“ინნ ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი არა მხოლოდ მისი სასტუმროსთვის, არამედ ზოგადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის უმნიშნელოვანესი მოვლენა იყო. მისივე თქმით, ამას სასტუმროების მიერ მიღებული შემოსავლიც ადასტურებს.


“ინნ ჯგუფმა" ბაკურიანში 16 ქვეყნიდან ჩამოსულ სპორტსმენს უმასპინძლა. ამ პერიოდის განმავლობაში სასტუმრო "ბაკურიანი ინნი" 100%-ით დაკავებული იყო. გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ჩვენს სასტუმროში ჯავშნების რაოდენობა 15%-ით იყო გაზრდილი, ხოლო სასტუმროს ნომრის ფასების 30–40%-ით მომატებული. ბაკურიანისთვის რეალურად ეს იყო პირველი წელი მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო. ჩემპიონატი კარგი იყო იმ მხრივაც, რომ უფრო მეტმა დამსვენებელმა გაიგო საქართველოს, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანის შესახებ. აქამდე, ბაკურიანი მხოლოდ ადგილობრივი დამსვენებლების სიმრავლით გამოირჩეოდა და უცხოელები ძირითადად გუდაურს სტუმრობდნენ. ამ ჩემპიონატმა კი ბაკურიანის ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ ბაზრებზე პოპულარიზაციას შეუწყო ხელი",- განმრატა კოკაიამ.

ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ჩატარდა, რაც ნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო, საქართველოს ტურისტული და განსაკუთრებით, ზამთრის კურორტების სასტუმრო ბიზნესისთვის. ბაკურიანში პირველმა მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი 16 თებერვალს აიღო და 5 მარტის ჩათვლით ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის სახეობის 700 სპორტსმენი ერთმანეთს ეჯიბრებოდა, მათ შორის 5 ქართველი სპორტსმენიც ასპარეზობდა.