UEFA განიხილავს, თუ სად უნდა უმასპინძლოს ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რადგანაც 28 მაისს ფინალი სწორედ რუსეთში უნდა გაიმართულიყო.
68,000 ტევადობის “გაზპრომ არენას” სანკტ-პეტერბურგში მიენიჭა ღონისძიების მასპინძლობის უფლება, თუმცა, სავარაუდოდ “უეფა” ამ ღონისძიებას რუსეთიდან სხვა ქვეყანაში გადაიტანს.
“რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში მოვლენების განვითარების შემდეგ, უეფას პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მოიწვიოს აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა პარასკევს, 25 თებერვალს, რათა შეფასდეს სიტუაცია და მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება.
ინფორმაციის გავრცელება უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ მოხდება,”- ნათქვამია UEFA-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დღეს დილით რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. რუსულმა ჯარებმა უკრაინის საზღვარი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გადაკვეთეს, პარალელურად, რუსული ავიაცია ახორციელებდა საჰაერო დარტყმებს მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართულებით. საჯარისო მოქმედებების დაწყებას უკრაინის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება და საჰაერო სივრცის დახურვა მოყვა. შემდგომ, ბრიფინგზე ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ კავშირს გაწყვეტს.
აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ