მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზში გაიმართება

6218a7eb30ef6
BM.GE
25.02.22 14:00
722
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგიდან, პარიზში, სენტ-დენის სტადიონზე გადაიტანოს. თამაში ჩატარდება როგორც დაგეგმილი იყო შაბათს, 28 მაისს.

"UEFA-ს სურს, მადლობა და მადლიერება გამოხატოს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მისი პირადი მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის, რომ ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული თამაში ჩატარდეს საფრანგეთში.

დღევანდელ სხდომაზე უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ასევე გადაწყვიტა, რომ რუსეთისა და უკრაინის კლუბებსა და ეროვნულ გუნდებს, რომლებიც უეფას შეჯიბრებებში მონაწილეობენ, მოეთხოვებათ მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე ჩაატარონ.

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ასევე გადაწყვიტა, დარჩეს მზადყოფნაში, რათა მოიწვიოს შემდგომი რიგგარეშე შეხვედრები," - წერს UEFA.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალის გადატანას გეგმავდა, თამაში 28 მაისს, სანკტ-პეტერბურგის "გაზპრომ არენაზე" იგეგმებოდა.