12.მარტი .2020 11:32

„ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის“ - ეკატერინე ტიკარაძის თანაშემწე თვითიზოლაციაშია

views 720
უკან

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანაშემწის მეუღლეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, აღმოჩენის დღემდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, შესაბამისად, ტიკარაძის განცხადებით, დაბალია შანსი, რომ მის თანაშემწეს ვირუსი დაუდასტურდეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა მოქალაქეების ნაწილმა არ დაიცვა თვითიზოლაციის სტანდარტი და შემხებლობა ჰქონდათ სხვა მოქალაქეებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციის კომპონენტის შემოწმება გახდება უწყებათშორისი ჯგუფის მონიტორინგის ქვეშ. ეს მნიშვნელოვბნად გაზრდის ეფექტურ საქმიანობას. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მივიღოთ უფრო მკაცრი ზომები იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც დაარღვევენ მითითებულ რეკომენდაციებს. ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, მაგრამ იმ პერიოდში, როცა მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, თანამშემწეზე და მის ოჯახზე გავრცელების რისკი იყო დაბალი, მიუხედავად ამისა, მივიღეთ პრევენციული ზომები და უკვე ერთი კვირაა ჩემი თანაშემწე აღარ დადის სამსახურში. ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა