12.ოქტომბერი .2020 22:14

“ჩემთვის ეს საუკეთესო ლუდია“ – ჩეხეთის ელჩი საქართველოში ლუდის ბაზარზე

views 2962
უკან

ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ BMG-სა და Forbes Georgia-სთან ვრცელ ინტერვიუში ლუდის წარმოებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში არაერთი ლუდი იწარმოება ჩეხური ტექნოლოგიებით. ადგილობრივ საწარმოებს ჩეხური ლიცენზიები აქვთ, რომლის საფუძველზეც აწარმოებენ პროდუქციას. მათ შორისაა “კრუშოვიცა“, „კოზელი“, „სტაროპრამენი“.

„გასულ წელს ბათუმში ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დავით ზალკალიანმა გახსნეს ახალი ლუდსახარში, რომელიც ჩეხური ტექნოლოგიებით აშენდა, ახლა ჩეხები და სლოვაკები ტექნიკურ დახმარებას უწევენ აღნიშნულ საწარმოს და როდესაც მე ბათუმში ჩავდივარ, მხოლოდ ლუდ „ბათუმურს“ ვსვამ.... ჩემთვის ეს საუკეთესო ლუდია“, – განაცხადა დიპლომატმა.

მან ასევე ჩეხეთიდან ლუდის მწარმოებლების მიერ წარმოების საქართველოში გადმოტანის პერსპექტივებზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს არ იქნება მიმზიდველი და მომგებიანი, ვინაიდან საქართველოს ბაზარი პატარაა.

„უფრო ეფექტური იქნება თუ ჩეხური კომპანიები ლიცენზიებს გასცემენ ქართველ მწარმოებლებზე და შემდეგ აქ ლიცენზიის ქვეშ მოხდება წარმოება. ვიცი რომ იყო რამდენიმე წლის წინ მითქმა-მოთქმა რომ ჩეხური ლუდის მწარმოებელი ჩამოდიოდა საქართველოში და აქ აპირებდა საწარმოს აშენებას. ეს ნაწილობრივ მართალი იყო, თუმცა, იყო ჩეხური კომპანია, რომელიც ქართული ინვესტიციით უნდა აშენებულიყო. და არა ის რომ ჩეხური ლუდის მწარმოებელი ჩამოდიოდა საქართველოში და აქ იწყებდა წარმოებას ადგილობრივი ბაზრისთვის ან საექსპორტოდ. ასე რომ ცოტა გაუგებრობა იყო. სამწუხაროდ, საბოლოოდ გეგმები ვერ განხორციელდა“, – აღნიშნა ჩეხეთის ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა