მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩერქეზიშვილი: ინვესტიციების შემოდინების კუთხით მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლის მეურნეობაა

5fddc7c4634f6
ლიკა გურაბანიძე
19.12.20 18:13
1110

“სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კანონის შემმუშავებელი ჯგუფის აქტიური წევრი ინვესტორთა საბჭო გახლავთ და ეს დოკუმენტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი, ჩვენ მის განხილვაში მონაწილეობას აქტიურად მივიღებთ.” - ამის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჩერქეზიშვილის განმარტებითვე, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლის მეურნეობაა.

“ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან და ჩვენი სამუშაო ჯგუფია ჩამოყალიბებული. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რეგულაცია უნდა განისაზღვროს, რათა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოხდეს. ასევე გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებების განსაზღვრა უნდა მოხდეს, თუ რა შემთხვევაში შეეძლებათ ინვესტორებს მიწით სარგებლობა და მასზე ინვესტიციის განხორციელება.” - განმარტა ჩერქეზიშვილმა.