16.მარტი .2020 15:00

ჩეხ ტურისტთან კავშირში მყოფებიდან 3 პირს გამოხატული სიმპტომატიკა აქვს - ეკატერინე ტიკარაძე

views 15799
უკან

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საქართველოს იმ მოქალაქეებზე ისაუბრა, რომლებიც კონტაქტში იყვნენ ჩეხ ტურისტთან, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირებული 30 მოქალაქე იზოლირებულია, ხოლო დანარჩენების გამოსავლენად ღონისძიენები აქტიურად მიმდინარეობს.

„ამ ეტაპისთვის იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს კიდევ დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა სიმპტომების გამოვლენამდე მოხდეს ყველა ამ ადამიანის იზოლაცია. 30 პიროვნება არის იდენტიფიცირებული და კვლევა კორონავირუსზე ჯერ გრძელდება. იდენტიფიცირებულების რიცხვი არ არის დაზუსტებული, ამ ეტაპისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 30 ადამიანი, რომელთაგან 3 ადამიანს ვირუსისთვის დამახასითებელი გამოხატული სიმპტომატიკა აქვს. ეს ადამიანები არიან თვითიზოლაციაში. გადმოყვანილი იქნებიან თბილისში. მიმდინარეობს კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხებს საღამოს მოგახსენებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.