მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არბილებს

5ea2a9fbed2cd
ნათია თაქთაქიშვილი
24.04.20 13:48
1382
პრაღის მუნიციპალურმა სასამართლომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული ოთხი ზომა გააუქმა, რომელიც ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასა და საცალო გაყიდვებს ზღუდავდა.

სასამართლოს გადაწეყვეტილება 27 აპრილიდან ამოქმედდება.

„სასამართლოს სრულად ესმის ის ფაქტი, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული ვითარება ორდინარული არ არის და არ სურს პანდემიით გამოწვეული საფრთხეების ნაკლებმნიშვნელოვნად წარმოჩენა. სასამართლო სრულად სცემს პატივს იმ ფაქტს, რომ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან, სასამართლომ არ შეიძლება უგულებელყოს ის ფაქტი, რომ სადავო ზომების მოქმედება მოიცავს ფუნდამენტური უფლებების უპრეცედენტო შეზღუდვას, კერძოდ, გადაადგილების თავისუფლებასა და დაწესებულების თავისუფლებას“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

27 აპრილიდან დაიწყება უნივერსიტეტების გახსნის პროცესი და დაჩქარდება მაღაზიების გახსნაც. პირბადის ტარება ქვეყანაში კვლავ სავალდებულო იქნება.

ამ დროისათვის ჩეხეთში ახალი კორონავირუსის 7200-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 213 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2200-მდე გამოჯანმრთელდა.