მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთი თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

633bf4866e66a
გიორგი თოლორდავა
04.10.22 12:55
481
გაზრდილი რისკების ფონზე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

„რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრისა და ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების გაუარესების შესაძლო რისკების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყების განცხადებით, ის მოქალაქეები, რომლებიც რჩებიან რუსეთში და უარს აცხადებენ ქვეყნის დატოვებაზე, უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და საჭიროების შემთხვევაში რუსეთის მყისიერად დასატოვებლად გეგმა შეიმუშაონ.