მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერები კიევში ჩადიან

62304b0337650
შოთა ტყეშელაშვილი
15.03.22 12:16
1289
ჩეხეთის პრემიერმინისტრ პეტრ ფიალას განცხადებით, დღეს ის პოლონეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებთან ერთად კიევში ჩავა, სადაც ვოლოდომირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას. შესაბამისი განცხადება პეტრ ფიალამ Facebook-ზე გაავრცელა.

"დღეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის, ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან ერთად ჩავლთ კიევში. ჩავდივართ როგორც ევროპული საბჭოს წარმომადგენლები, რათა შევხვდეთ პრეზიდენტ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ შმიჰალს.

ვიზიტის მიზანია, დაადასტუროს მთელი ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ,“ - წერს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა.

ჩეხეთის პრემიერის განცხადებით, ვიზიტი ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან კონსულტაციით მომზადდა.