მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთმა საქართველოში გაცემული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა, მაგრამ - გარკვეული პირობით

6166ca3111223
ნათია თაქთაქიშვილი
13.10.21 16:20
564
ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მიერ გაცემული covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა. ინფრომაცია ჩეხეთის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

საელჩოს ცნობით, ვაქცინაციის დოკუმენტი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

„სრულად ვაქცინირებიდან მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული, სერტიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს გამოქვეყნებულ ნიმუშს, ვაქცინაცია განხორციელებული უნდა იყოს აღიარებული ვაქცინებით (ევროპის მედიკამენტების სააგენტო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაცია): „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“ ან „ჯონსონის“ ვაქცინებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საელჩოში ასევე განმარტავენ, რომ აცრილ პირებს, რომელთა სერტიფიკატი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ პირობებს, ჩეხეთში გამგზავრება უვიზო მიმოსვლის პირობებით შეუძლიათ.

„ვაქცინირებულ პირებს, რომელთა სერტიფიკატი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ პირობებს, ასევე შეუძლიათ მიმართონ მოკლევადიანი (შენგენის) ვიზების მისაღებად, ნებისმიერი მიზნით. ვაქცინაციის სერტიფიკატის ასლი უნდა გაიგზავნოს, როგორც დამატებითი დანართი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.