მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთში 100 პირამდე შეკრება ნებადართული იქნება

5eabe75a1f6cb
ნათია თაქთაქიშვილი
01.05.20 21:00
1081
ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება და 11 მაისიდან ჩეხეთის რესპუბლიკაში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, მაქსიმუმ 100 ადამიანის მონაწილეობით, კვლავ დაუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მაქსიმუმ 100 ადამიანის შეკრება შესაძლებელი იქნება თეატრებში, კინოთეატრებში, ტაძრებში. მასშტაბური ღონისძიებები, როგორიცაა მუსიკის ფესტივალები, სადაც თავს იყრის ათასობით ადამიანი, კვლავ აკრძალულია.

ჩეხეთში გასული რვა დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დღიური შემთხვევები 100-ზე ნაკლებია. ვირუსის გავრცელების პიკმა ქვეყანაში 4 აპრილს მიაღწია, როცა ერთ დღეში 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მას შემდეგ გავრცელების ტემპი თანდათან იკლებს.

27 აპრილს 2,500 კვადრატული მეტრის ფართობის მაღაზიები გაიხსნა. 11 მაისიდან მუშაობას სავაჭრო ცენტრები, დიდი მაღაზიები, ღია რესტორნები, ღია ლუდის ბარები, სალონები და მუზეუმები გააგრძელებენ, ხოლო 25 მაისიდან - სასტუმროები, დახურული რესტორნები და ბარები.

1 მაისისთვის, ჩეხეთში ახალი კორონავირუსის 7,689 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 237 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3,314 გამოჯანმრთელდა.