25.აგვისტო .2019 13:50

ჩეხეთში ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

views 299
უკან

ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართული ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები მეტროს ყველა ვაგონზეა განთავსებული, სექტემბრიდან კი ტრამვაის გარე ფასადზეც დაემატება.

ამის შესახებ BMG-ს “მანნას” მარკეტინგის მენეჯერმა თიკო ჟორჟოლიძემ განუცხადა.

"მანნას" სარეკლამო ბანერები 1 აგვისტოდან ჩეხეთის მეტროს ყველა ვაგონზე, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან არის განთავსებული და ის რამდენიმე თვე კიდევ იქნება, სექტემბრიდან კი უკვე ტრამვაის გარე ფასადზეც გამოჩნდება, რომელიც ბრნოსა და ოსტროვოში გადაადგილდება.

ვფიქრობთ, რეკლამა ამ სახით ოქტომბრამდე იქნება. ამით არ გვინდა გავჩერდეთ და ქართული ჩაის პოპულარიზაციისთვის სხვა ქალაქებშიც გვინდა ამ სახით მარკეტინგული აქტივობა", – აცხადებს BMG-სთან "მანნას" მარკეტინგის მენეჯერი თიკო ჟორჟოლიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა